მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაცია


     გასული საუკუნის მიწურულს მასშტაბურ რუსიფიკაციას გადავურჩით და მშობლიურ ენას სტატუსი სისხლის ფასად შევუნარჩუნეთ, "დედა ენას” ძეგლიც კი დავუდგით, მაგრამ წარსულთან კავშირის გაწყვეტა ვერ შევძელით, მეხსიერებიდან ბევრი რამ ვერ ამოვშალეთ და ერთი მეტად "მნიშვნელოვანი” მონაპოვარი შვილებსა და შვილიშვილებს შემოვუნახეთ. კერძოდ, მშობლიური ენა უსარგებლო, ზედმეტი რუსული სიტყვებით ავავსეთ.
        საინტერესოა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებმა ცუდად იციან რუსული ენა, არც ისე კარგად იცნობენ რუსულ ლიტერატურას, მაგრამ საუბრისას გაუცნობიერებლად იყენებენ რუსულ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც კალკირების გზით დამკვიდრდა ენაში ან უბრალოდ ბარბარიზმია. ვინ არის დამნაშავე? რასაკვირველია, კონკრეტულად არავინ და იმავდროულად ყველა, რადგან მხოლოდ საზოგადოებას მოეთხოვება პასუხი ენის შებღალვისა და დაბინძურების გამო, განსაკუთრებით კი ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, რომელიც საზოგადოების სახეა. თანამედროვე ადამიანი ინფორმაციას მედიასაშუალებებით იღებს, ამიტომ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს ყველაზე კარგად და გამართულად უნდა შეეძლოთ საუბარი, წერა. იგივე ითქმის გამომცემლობებში დასაქმებულ კორექტორებზეც. გაოცება ვერ დავმალე, როდესაც პირველკლასელებისთვის განკუთვნილ მშობლიური ენის სახელმძღვანელოში ლამაზი ასოებით დაბეჭდილი სიტყვა "გარაჟი” ამოვიკითხე... ახალ თაობას რას ვერჩით, ენის სიწმინდე ჯერ უფროსებმა უნდა დავიცვათ და მერე მოვთხოვოთ ბავშვებს. მავანს იქნებ ჰგონია, რომ ენის ცოდნა მხოლოდ გრამატიკული ნორმების მართებული გამოყენებაა. ცხადია, წესები აუცილებელია, მაგრამ უმთავრესი ხომ ქართული სიტყვებია, ბარბარიზმებით მართლმეტყველება განა შესაძლებელია?!
     ვაჟა-ფშაველა გრამატიკული ნორმების დაცვით როდი წერდა, მაგრამ ის კარგი მოქართულე იყო. ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში ხშირად დარღვეულია ზმნებისა და ზმნიზედების მართლწერის წესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწერალი ცუდი ქართულით წერდა. აქ მკითხველი იტყვის, მწერალს ყველაფერი ეპატიებაო. რასაკვირველია, ასეა, მაგრამ იქნებ უმჯობესია, ქართული სიტყვები უფრო მეტად შევაყვაროთ ახალგაზრდებს და ენა გავწმინდოთ. ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში გრამატიკა ზმნის გასარჩევად ან მაღალი შეფასების მისაღებად კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ყოველდღიური მეტყველების დასახვეწად.
          სხვაგვარად სამეტყველო და ლიტერატურული ენა უფრო მეტად დაშორდება ერთმანეთს, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. პატრიოტიზმი მხოლოდ სატელევიზიო ეთერში პათეტიკური ტონით საუბარი როდია; სამშობლოს სიყვარული, უწინარესად, მისი ძირითადი კომპონენტების პატივისცემას გულისხმობს, ენა კი ერის თვითმყოფადობის საზომი და ნიშანია. რა დიდიც უნდა იყოს ტერიტორია, თუ მასზე მოსახლე ადამიანების უმრავლესობა ერთსა და იმავე ენაზე არ ლაპარაკობს, ერი ვერ იარსებებს, გადაშენდება. ისტორიას ამის არაერთი მაგალითი ახსოვს. ყველამ იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერი და სახელმწიფო შედგეს, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მკერდში მჯიღის ცემა, ანთებული თვალები, მგზნებარე ტაში, ცრუ პატრიოტიზმი და უსარგებლო ყიჟინი ქვეყანას ვერ გააძლიერებს. ყველაფერი მარტივია, უბრალოდ, მეპურემ პური უნდა აცხოს, მასწავლებელმა ასწავლოს, ექიმმა მოარჩინოს... ხშირად ამბობენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება და ახალი სიტყვებით ივსება. ქართული კულტურა ძალზე ახლოს იყო ბეძნულ-რომაულ, სპარსულ კულტურებთან, შესაბამისად, თანამედროვე ქართულში შემორჩენილია ამ ენებიდან შემოსული სიტყვები. ამაში საოცარი არაფერია, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ბევრი კარგიც აქვს. ენა რომ გამდიდრდეს და განვითარება განაგრძოს, ზოგჯერ სესხება და საერთაშორისო სიტყვების შემოტანა აუცილებელიც კია, მაგრამ ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს - თუ გადავაჭარბეთ, საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ ქართული ენა დიდი ქალაქებიდან ნელ-ნელა გაქრება.ციტატა ერთი მეცნიერის ნაშრომიდან: „ენის ორგანიზმში ნასესხები სიტყვების შემოტანა ერთგვარი აცრაა, მაგრამ აცრა არა მაავადებელი შხამით, არამედ მაცოცხლებელი ნივთიერებით და ეს პროცედურა ენის განმაახლებელი საშუალებაა. ხოლო თუ ეს ნივთიერება ჭარბად მოხვდა ენის ორგანიზმში, თვით ენა მოერევა მას, ოღონდ ავტორიტეტული მწერლებისა და ენის თეორეტიკოსების დახმარებით”. დასკვნა თავად უნდა გამოვიტანოთ. სესხება გამართლებულია - საზოგადოება დროსა და სივრცეში იცვლება და მასთან ერთად მისი სამეტყველო ენაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ შეცვლა არ ნიშნავს უარყოფას.
               თანამედროვე მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნულ საკითხს. ძველი ქართული სიტყვები ჯერ კიდევ ახსოვთ სოფლებსა და დაბებში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს, მათი მეტყველება რუსულმა და ინგლისურმა ენებმა ვერ შებღალა. შესაძლოა, მრავალმა ჩვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ქალაქი”, "ქუჩა”, "ოთახი”, "ფანჯარა”, სირიული და სპარსული წარმოშობისაა, მაგრამ იმდენად შეთვისებული და მიღებული, რომ ქართველებს ქართული გვგონია. ხშირად მწერლები, საზოგადო მოღვაწეები თავადაც ქმნიან სიტყვებს. სიტყვა "გაზი” მე-17 საუკუნეში შექმნა ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა ჰელმონტმა; "ლილიპუტი” ჯონათან სვიფტმა 1726 წელს პირველად გამოიყენა თავის ცნობილ ნაწარმოებში; "რობოტი” ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა შემოიღო სიტყვახმარებაში. ეს ის ხელოვნურად შექმნილი სიტყვებია, რომლებიც დღეს ყველამ იცის, მაგრამ დასანანია, როდესაც ენაში უკვე არსებულს ენაცვლება უცხოურიდან შემოსული და მკვიდრდება ისე, რომ საზოგადოება ივიწყებს მშობლიურს. ბოლო ხანს მოდური გახდა უცხო, გადაპრანჭული და რთული სიტყვებით საუბარი. წინათ წარჩინებულ ოჯახებში მეტყველებისას რუსულ ფრაზებს იყენებდნენ, რაც მათ "განსწავლულობასა” და "კეთილშობილ წარმომავლობას” უსვამდა ხაზს. დღეს რუსული ინგლისურმა შეცვალა.
     თუ გსურთ, უცხო საზოგადოებაში თავი გამოიჩინოთ და სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მეტყველებაში რამდენიმე ინგლისური ფრაზა გაურიეთ. ან, მაგალითად, თუ გსურთ, თქვათ "შთაგონება”, მის ნაცვლად "ინსპირაცია” გამოიყენეთ - ლათინური წარმოშობის (inspiratio) სიტყვა, რომელიც თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ახლახან აღმოაჩინა და ისე შეიყვარა, დაავიწყდა კიდეც, რომ ქართულ ენაში მისი შესატყვისი არსებობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას არაჩვეულებრივ დიალოგს შევესწარი. ორი ახალგაზრდა ქართული ენის შესახებ საუბრობდა. დასკვნა ასეთი იყო: "ნამდვილი ფანტასტიკაა”, - მაგრამ ეს ეპითეტი არა დადებითი, არამედ უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ აწ უკვე შესისხლხორცებული "ბალკონი”, "კუხნა”, "სუმკა”, "ტუფლი” და მრავალი სხვა ამ ახალგაზრდების შინაგან სამყაროსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩვენი სათაყვანებელი, ლაზათიანი, უხვი და მოქნილი ქართული. უნებლიეთ ნიკო გომელაურის ფრაზა გამახსენდა ლექსიდან „ენა, მამული": "ამბიცია ულევია, ინტელექტი - ნოლი”. ჩვენ ხომ ძალიან თავდაჯერებული და ამბიციური ერი ვართ, ვინმემ რომ გვკითხოს, სამშობლო ჩვენზე მეტად დედამიწის ზურგზე არავის უყვარს, მაგრამ გვავიწყდება, რით იწყება სამშობლოს სიყვარული და რა ქმნის ერთობას. საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში განიცდიდა ახლო თუ შორეული მეზობლების პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკურ გავლენას, რაც ერის ყოფა-ცხოვრებაზე აისახებოდა. ასეა დღესაც და ამიტომ მით უფრო საჭიროა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ თავდაუზოგავი და შეუპოვარი ფიზიკურ- იდეოლოგიური ბრძოლით მოახერხა. აი, რას წერდა ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი ქართული ენის შესახებ: „მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, რომელიც ქართულ ენას ჰქონდა სხვა კულტურულ ენებთან, ქართული ყოველთვის ღირსეულად იმარჯვებდა და ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა ქართული საზოგადოებისთვის”. ვფიქრობ, კითხვაზე „რატომ?" პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გიორგი მერჩულემ ბრწყინვალედ განსაზღვრა ქართული ენის მნიშვნელობა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". მოგვიანებით ილიას ცნობილი სიტყვები მთელმა საქართველომ აიტაცა და სამუდამოდ ამოიქარგა გულსა და გონებაში. რაც შეეხება კითხვას „როგორ?", აქაც ყველაფერი ძალზე მარტივია. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ ბავშვი ქართულად სწორად მეტყველებას სკოლაში სწავლობს და მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებელს ეკისრება. მასწავლებელი მოსწავლეს, მის მეტყველებას მხოლოდ გაკვეთილზე აკონტროლებს, ხოლო მშობელი - მთელი ცხოვრება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ქართული სიტყვები შევაყვაროთ შვილებსა და მოსწავლეებს, რათა ახალგაზრდებს მშობლიური ენა „ფანტასტიკად" აღარ ეჩვენებოდეთ. თუ ქართული სიტყვა დავკარგეთ, ჩვენი გრამატიკული ნორმების სხვა ენისთვის მორგება ძალიან გაგვიჭირდება. ზოგადად, ენის განვითარებას წინ ვერაფერი აღუდგება, ენა ვითარდება, იქმნება ახალი სიტყვები და შემოდის უცხოური ლექსიკა, რომელსაც ენა თავის ჩარჩოებში მოაქცევს. ენა ცოცხალი ორგანიზმია. ბევრ მოვლენას წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ენის სიწმინდის დაცვას ხელი უნდა შევუწყოთ.სხვადასხვა ეპოქაში ქართული ენა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის გავლენას განიცდიდა და, შესაბამისად, ლექსიკაში შემოდიოდა ბერძნული, სპარსული, არაბული, თურქული სიტყვები. მე-19 საუკუნიდან ეს იყო რუსული, აი, ბოლო 20 წელია კი ინგლისური მოგვეძალა. ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე ზრუნვა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. ამ საქვეყნო საქმეს სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე და მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ამ თვალსაზრისით. მაშინ მძლავრობდა რუსული ელემენტი და ასი წლის მანძილზე მოხერხდა ის, რომ ქართველმა ხალხმა მოახერხა და ბევრი რამ შეცვალა: დაამკვიდრა მართლწერის წესები, დაადგინა სალიტერატურო ენის ნორმები, შექმნა სამეცნიერო ტერმინოლოგია, შესატყვისი მოუძებნა ისეთ სიტყვებს, რომლებიც მანამდე ქართულად არ არსებობდა. ჩვენც ასევე მოვეკიდოთ ენის დაცვის საქმეს. დღეს წინ მიდის მეცნიერება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, კომპიუტერი, ინტერნეტი და სხვა. ყველაფერს მოვლა-პატრონობა სჭირდება ენის თვალსაზრისით. უნდა შეიქმნას ახალი, ქართული ტერმინოლოგია და იქმნება კიდეც, მაგრამ ქართველები არ ჩქარობენ, რომ დაამკვიდრონ ეს ტერმინები. მე, მაგალითად, ყოველთვის „თაგვს“ ვამბობ „მაუსის“ ნაცვლად და სხვ. როგორც ჩვენ მოვეკიდებით ენას, ისიც ისე განვითარდება
.
           რა როლი აქვს მედიას ენის დაცვის თვალსაზრისით?

 მედიას ძალიან დიდი როლი მიუძღვის ამ საქმეში, რადგან ხშირად გამოყენებული სიტყვები პირდაპირ მზა სახით შედის მსმენელის, მაყურებლის თუ მკითხველის ცნობიერებაში. მაგალითად, არ არის აუცილებელი, რომ სიტყვა „ბექგრაუნდი“ წარამარა იხმაროს ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა თუ ნებისმიერმა გამომსვლელმა.
   ცალკე თემაა დიალექტები, საზოგადოების კრიტიკის საგანი ხშირად ხდება ამა თუ იმ კუთხისკილოზე საუბარი
.
რამდენად მნიშვნელოვანია დიალექტები ენისათვის? დიალექტები კვებავს ქართულ სალიტერატურო ენას, ამდიდრებს მას. მაგრამ დიალექტიზმების ხმარების დროს ზომიერების დაცვაა საჭირო. გააჩნია, რა დოზით იქნება ისინი გამოყენებული.

                იოანე-ზოსიმე
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
იოანე-ზოსიმე
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.
ფრაზეოლოგიზმები   გიორგი ლეონიძის  ,,ნატვრის ხის
 მიხედვით

გიორგი ლეონიძის შემოქმედების ღირსებას, ნაწარმოების შინაარსის ცხოველმყოფელობასთან ერთად მწერლის მხატვრული ენაც განაპირობებს.

მმწერალს არ უყვარდა `მაღალსამტვრევი სიტყვები და ფეხმოკლე აზრი~.

 `ასე მგონია პურის კალამი მიჭირავს ხელთ და იმ ქართული პურის მადლითა და სიმართლით ქაღალდზე გადამაქვს ის, რაც დამავალა დედამ და ჩემმა მშობელმა ხალხმა,~ -ასე აფასებდა თავის შემოქმედებას პოეტი.

დდარბაისლური, გლეხკაცური სიბრძნის მადლი დაჰყვება მისეულ პოეტურ სტრიქონებს, ყოველივე ეს კი, განსაზღვრავს გიორგი ლეონიძის ენობრივი სტილის მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალობას.

გგიორგი ლეონიძის `ნატვრის ხეში~ უხვად გვხვდება ხალხური გამოთქმები,-
ფფრაზეოლოგიზმები, იდიომები, ანდაზები ,აფორიზმები.
ლეონიძისეული ბევრი პოეტური თქმა, უშუალოდ ხალხური ხატოვანი მეტყველებიდან იღებს სათავეს, მაგალითად
`ხარის ენის ტოლა ვენახი მიგდია~.
`განა ლეჩაქი სითბოსთვის გვხურავს?... ნამუსისათვის.~
`სიკვდილს დავღონებივარო,მაინც წუთისოფელს ვესურვილებიო~.
`თამადამ სიტყვა ჩასო მარგალიტში, სიტყვით ზღვა გადააყენა, პირიდან ოქრო სცვიოდა,ზღვაზე ხიდი გადო, ცაზე კიბე მიიდგა,მზესთან ადიოდჩამოდიოდა,სუფრაზე ვარდმანანა სწვიმდა.~
აანდა: ` რა მოსალხენი კაცი იყო, რა მომღერალი,ვერც კი ეტეოდა გრძელ კახურ მრავალჟამიერში~.
`ისეთია სადაც ნემსს შესდებს სახნისს გამოიღებსო~.
`როგორც ბუზი ჯიგარს,ისე გაჰყვებოდა სუფრას.~
ხუთი ბატი რომ მიგებარებინათ , ექვსს დაჰკარგავდაო.~
`დედის მუცლიდან კბილიანი დაიბადაო~.
`გუშინ  იმდენი ვიმუშავე, ძაღლის სული ამოვიღეო~.
` ჩიტის რძე, ყველსაც კი ჰპირდებოდა წვეულებს~.
`დევის სისხლი გაჯდა ძარღვებშიო~.
`ისეთია,ისეთი, რომ მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევსო~.
 `ნატვრის ხის~ ყველა პერსონაჟი ხატოვანი მეტყველია, სხვაც მრავალია ჩამოსათვლელი და საგანგებოდ აღსანიშნი:
აალერსიანი სიკეთით დაბრძენებული დეიდა მაიკო
~ დილის სხივს აჰყევ ბიჭო, თორემ ცხოვრება გაგიძნელდება~.
სოფლის პატრონობაზე თავგამოდებული ციციკორე:
` საქართველოს ცხრა კარი აბია, თითოეული კარის ყარაულად უნდა გამოდგე”.
`ციციკორეს გულში ცხრა თონე იწვოდა~.
აანარქისტი, მუდამ ბობოქარი იორამი:
~ მძულს მდორე და გუბე, ვიშ / სიცოცხლის სუნი ტრიალებს~.
`ნატვრის ხის ~ პერსონაჟები ხშირად მეტყველებენ ანდაზებით , რაც მათ საუბარს უფრო დამაჯერებელს და მომხიბლავს ხდის. მაგალითად : `ჩირიკი ~ამბობს
`ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, განა თუ გაკლიაო.~
აასევე: ~წყალი რომ აიმღვრევა , კამეჩიც აღარ დალევსო~.
`სხვას სხვისი მკვდარი , მძინარე ეგონაო~.( შეგვიძლია ხალხური ანდაზა გავიხსენოთ: `სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო~.)
`ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელიაო~.
`კაცი მიწამტვერიაო, დღე არა აქვს ბევრიაო”.
`ჭირს ნუ დაუწვები უფრო დაგაწვებაო~.
`ადვილია დევთა შეყრა, მაგრამ გაყრა გაძნელდებისო~.
`ამოდენა მგლის ყმუილი უამბოდ არ გადაწყდებაო~/
`თუ ზაფხულის სიცხეში ტვინი არ ავიდუღეთ, ისე ზამთარში ქვაბი არ აგვიდუღდებაო~.
აასევე ვხვდებით ბრძნულ გამონათქვამებს, აფორიზმებს:
`ძველი დავაგდოთ სათქმელად, არც არა საუბნარია~.
`უმსგავსო საქმე ყოველი , მოკლეა მით ოხერია~
 (ვეფხისტყაოსანი). 
`ნატვრის ხეში~ მრავლადაა იდიომები, მეტაფორული შესიტყვებები:
გუთნისდედა ნინია ` ბუნებაში გადამდნარიყო~, ` ძილით სცხვებოდა~, ხმელეთი მისძარ- მოსძარა~, `ხორშაკი ქარი ამომივარდა~, `სურვილი დამეცა~, მიწამ მოიკითხა~,  ` გველის ფხაში გაძვრომა~, ` დანის ყელზე მიყვანა~, `სიკვდილი ეხედვებოდა~, `სიზმართა შუაა~, `დრო დააბერა ბებომ~ , `ძილს არ იძინებდა~ და სხვა მრავალი.
`ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლულ მწერალს~,მართლაც უშურველად ჰქონდა  მომადლებული  უნარი ქართული ენის შესაძლებლობათა ასამოქმედებლად.
გიორგი ლეონიძის გაზაფხული ირგვლივ ` ფრთაგაშლილი ფრიალებს,გიჟმაჟობს”, `ნატვრის ხეში~ ვკითხულობთ; `იორამი კი ნაპირზე იდგა იორის ცქერაში ჩამტკბარი, მთლად გალურსული, მის ნიაღვარიან სულს მეტად ეთვისებოდა აღვართქაფებული იორი,არწივისა და მერნის ფრთებით რომ მოჰქროდა აბორგებული და ნაზავთარი.~
აი, როგორ ეფერებიან ერთმანეთს და როგორ ილოცებიან ნატვრის ხის გმირები:
`აი, გაძეხ კარგი მზითა~, მოშენდეს უბე დედაშენისა~, `წამლად დაგენაყე~, 
`იმ ადგილის ჭირიმე, სადაც შენ მომაგონდებიო~,
ააი , როგორ იმუქრებიან : გაგმუშტავ, მოგჩექმავ, დაგანიავებ. ააი , როგორ იძინებენ: ` ნეტარყუჩობით მიეძინებოდა, ძილში ცხვებოდა~. ჶეს კი ხილვაა კატასტროფისა `დაიწყო ომი, ადგა ღორი გაუმაძღრობისა~ და აი, ორსიტყვიანი პეიზაჟი: `მოღამდა, აიძაგრა ღამის ბალანი~. `ნატვრის ხე~ერთ-ერთი ყველაზე ქართული წიგნია , ქართულია თავისი ენით, მისი შემქმნელი კი დიდებული  მოქართულეა და მისი მადლიანი ენა ნამდვილად დაამშვენებს ყოველი ჩვენგანის მეტყველებას. ასწორედ ამიტომ, ეს პატარა წიგნი, განსაკუთრებით ძვირფასია  ყველა ქართულად მეტყველი ადამიანისთვის .




Комментариев нет:

Отправить комментарий