კლასიკოსთა ციტატები და ფრაზები ქართული ენის შესახებ

ქართული ენა მართლაც, ჩვენი უდიდესი საუნჯეა. იგი უძველესი და უტკბესია, რაღაც განსაკუთრებული მადლით მოსილი. მინდა წარმოგიდგინოთ კლასკისოთა ციტატები ქართული ენის შესახებ.

‘’ლიტერატურას ასაზროდებს საზოგადოება. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენს ლიტერატურას დღითიდღე საზოგადოება აკლდება. დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ერთი ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა, რომელსაც თითონაც არა აქვს საზრდო ცხოვრებისა, და მეორე - ძველნი ქართველნი, კაცნი თუ ქალნი. ყოველი კი ახლად მომავალი, ნამეტნავად ქალები, ჰთაკილობენ ქართულს ლიტერატურას და იკვებებიან იმ წვრილად ფშხვნილ  ნამცეცებითა, რომელიც აქაურს წვრილმან გაზეთებს ყოველდღე ტომრებით მოაქვთ. თუმცა ეს ასეა დღეს, მაგრამ იმედია, რომ ქართული ლიტერატურა გავრცელდება ჩვენში... საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისათვის. ‘’
                                
მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის

                                                                                            წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთვრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად-ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.
(ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)
        იოანე ზოსიმეს აზრი, გამოთქმული ნაშრომში ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, სადაც ქართული ენა ღვთით კურთხეულ  ენად არის მოხსენიებული და რომ მეორედ მოსვლის დროს  ქრისტე ღმერთი ამ ენაზე განიკითხვას ქვეყანას. "ქართული ენა - ეს ღმერთების ენაა" ამბობდა იოანე ზოსიმე.
             იაკობ გოგებაშვილის დახასიათებით, „ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია“... იგი არის ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა... განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“.
გრიგოლ ორბელიანი, ამბობდა: ერის ცხოვრება, მისი ისტორია დაცულ არს ენით... რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას.“
               მნიშვნელოვანია ისიც რომ ქართული ენის სიწმინდეზე და სიდიადეზე მხოლოდ ქართველი კლასიკოსები არ საუბრობდნენ. ნიკო მარი ქართულ ენას „მსოფლიო დონის“ ენად განიხილავდა და აცხადებდა: ’’ ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა’’.

სხვა ეგეთი ანბანსრული ენა ქვეყანაზე არა მეგულება
                                                                            (.. უსლარი)

ქართული საოცარი ენაა, იგი არც ერთ ევროპულ ენას არ ჩამოუვარდება’’
                                                                                                     (მარი ბროსე)

Комментариев нет:

Отправить комментарий